მ ო ი გ ე პრიზები, კონკურსები, გათამაშებები
|
საკუთარი პროდუქციის მსოფლიო პოპულარიზაციისა და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებისათვის თითოეულ მანუფაქტურას და მუსიკალური ინდუსტრიის თითქმის ყველა სუბიექტს აქვს პრიზების, კონკურსებისა და სხვადასხვა გათამაშებების შესაბამისი პროგრამები, რაც ერთგვარი ფორმაა მუდმივი და სრულფასოვანი ურთიერთობისათვის მუსიკოსებსა და კომპანიებს შორის. ერთის მხრივ, ეს ფაქტი დადებით რეპუტაციას უქმნის კომპანიას და ერთერთი საუკეთესო საშუალებაა მისთვის ინფორმაცია მიაწოდოს მუსიკის მოყვარულებს საკუთარი სიახლეების შესახებ და მუდმივად მათი ყურადღების არეალში იყოს და, მეორეს მხრივ, მშვენიერი შესაძლებლობაა ნებისმიერი მუსიკოსისათვის საჩუქრად მიიიღოს ინსტრუმენტი და/ან სხვა აუცილებელი აქსესუარი; მითუმეტეს, რომ კონკურსებში მონაწილეთათვის ხშირად საკმაოდ ძვირფასი პრიზებია წარმოდგენილი.
კანილე'ა + აილანდერ
გათამაშება სრულდება 2019 წლის 30 სექტემბერს გეძლევათ ორი შესაძლებლობა! გრან-პრი მოიგეთ ჰავაის ხელოვნების ნიმუში! კანილე'ა, მსოფლიო ლიდერი ერთეულოვანი ინდივიდუალური ინსტრუმენტების წარმოებაში, გთავაზობთ ამ სახის ერთადერთ სუპერ-კონცერტ მოდელს. საკუთარი მშვენიერებით, უნიკალური ჟღერადობითა და შესრულების განსაკუთრებული კომფორტულობით ეს არის მუსიკალური ინსტრუმენტი შედევრი ღირებულებით 3,000 აშშ დოლარი. მე-2 პრიზი წარმოგიდგენთ აილანდერ სუპერ-სერიას. გახდი ერთერთი პირველი მფლობელთაგანი აილანდერ სუპერ-ტენორისა. აილადერ სუპერ-სერიის უკულელეები ჯერ გაყიდვაშიც კი არ არის. აილანდერ სუპერ-ტენორის ღირებულება 220 აშშ დოლარია. როგორც უმეტეს შემთხვევებში, მონაწილეობის მიღება ძალიან მარტივია... საკმარისია ქვეყნის და პირადი მონაცემების მითითება და რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ამ ბმულს! |
უკულელეები კალა
უკულელეები კალა გთავაზობთ მარტივ და სასიამოვნო გათამაშებას. გაქვთ შესაძლებლობა მოიგოთ კალა სოპრანო უკულელე KA-15S-S უახლესი მოდელი (ღირებულება: $54.99). საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც ახლა გადაწყვიტა ისწავლოს უკულელეზე დაკვრა. სასიამოვნო ფაქტია ის, რომ მონაწილეობის მიღება ძალიან მარტივია; საჭიროა მხოლოდ - მოიწონოთ ეს პოსტი - პოსტის თეგებში მიუთითოთ ორი თქვენი მეგობარი - და, მოიწონოთ უკულელეები კალა-ს გვერდი საწყენი ფაქტი კი ის არის, რომ გათამაშება მთავრდება 27 მაისს!!! უკულელე კალა სოპრანო KA-15S-S: ხის მასალა - Mahogany; ფინგერბორდი - Rosewood; ბრიჯი - Rosewood Bridge; გრიფი - Mahogany; ტუნერები - Geared Keys; სიმები - Aquila Strings |
ედი ფინის უკულელეები და დ'ადარიო
გამოცემა უკულელე ერთდროულად ორ გათამაშებას გთავაზობთ. თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა მოიგოთ ედი ფინის საკონცერტო უკულელე Basswood EF-3-C (ღირებულება: $159.95) დ'ადარიოს უკულელეს აქსესუარების სამი ნაკრებიდან ერთერთი (ღირებულება: $379.95). უკულელე Basswood EF-3-C ხის მასალა - Basswood ფინგერბორდი - Rosewood Fretboard ბრიჯი - Rosewood Bridge გრიფი - Basswood neck ტუნერები - Open Geared Keys სიმები - Aquila Strings დ'ადარიოს უკულელეს აქსესუარები 10 სეტი სოპრანო უკულელეს სიმები - D’Addario Soprano Ukuele Strings 10 სეტი სოპრანო უკულელეს სიმები - Nyltech Soprano Ukuele Strings 2 ტუნერი - NS Micro Tuner სიმების დასახვევი - ProWinder კაპო - Trio Capo ინსტრუმენტის საწმენდი ქსოვილი - Micro Fiber Polish Cloth ინსტრუმენტის საწმენდი სპრეი - Shine Instant Spray Cleaner ხის სკამი - D’Addario Wooden Stool გათამაშების წესები:
გათამაშება სრულდება 2013 წლის 31 ოქტომბერს. |
უკულელეები კალა
2013 წლის 12 აპრილიდან 15 მაისამდე, კალა გთავაზობთ ახალ კონკურსს Kickin' The Blues! გამარჯვებულები შეირჩევა უბრალო შემთხვევითობის პრინციპით, რომელნიც დასახელდებიან 20 მაისს. თითოეული მისამართისთვის მიიღება მხოლოდ ერთი განაცხადი. შეირჩევა 6 გამარჯვებული, რომელთაგან თითოეული მიიღებს ერთერთ კალა უკულელეს, კალა უკულელეს ქამარს და კალა Klipz ტუნერს. თამაშდება შემდეგი ინსტრუმენტები და აქსესუარები:
კონკურსში მონაწილეობის წესები: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერს; ამისათვის, უბრალოდ მიჰყევით გათამაშების ანონსის ლინკს, საკმარისია მხოლოდ დარეგისტრირდეთ და უპასუხოთ რამდენიმე უმარტივეს შეკითხვას და დაელოდოთ გათამაშების დასრულებას. არაფრის შეძენა არ არის სავალდებულო. გათამაშება სრულდება 2013 წლის 15 მაისს და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერს. |
პონო და ჰავაის მუსიკალური მომწოდებელი
ერთი თვის განმავლობაში თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა მოიგოთ ჩვენს მხიარულ კონკურსში Ukulele Trivia Game 4 პონო უკულელედან ერთერთი ! 1. პონო RTSH ტენორი უკულელე: დეკა - ნაძვი, კორპუსი - პალისანდრი, კეისი - ოაჰუ 2. პონო MTH პრო კლასიკი ტენორი უკულელე: დეკა - მაჰაგონი, კორპუსი - მაჰაგონი, კეისი - ოაჰუ 3. პონო AC საკონცერტო უკულელე: კორპუსი - აკაცია 4. პონო AS სოპრანო უკულელე: კორპუსი - აკაცია გათამაშების მონაწილეობის წესები: გათამაშებაში მონაწილეობისათვის უბრალოდ მიჰყევით სურათის ლინკს. არაფრის შეძენა არ არის საჭირო. გარდა ამისა, სხვა მსგავსი გათამაშებებისაგან განსხვავებით, ჩვენს გამარჯვებულებს არ მოუწევთ მათი უკულელეს ტრანსპორტირებისათვის ხარჯების გაღება, კონკურსში გამარჯვება ამასაც ითვალისწინებს, რაც დაგვეთანხმებით, ნამდვილად იშვიათობაა. გამარჯვებისათვის აუცილებელია სწორად უპასუხოთ დასმულ კითხვებს და დააგროვოთ ქულების საკმარისი რაოდენობა, კონკურსის განმავლობაში ყოველდღიურად ახალი კითხვა ქვეყნდება. ასევე, თქვენი ქულები მატულობს ჩვენი გათამაშების ბმულის სხვებისთვის გაზიარების რაოდენობითაც. შესაბამისად, გაიმარჯვებენ ყველაზე მეტი ქულების მქონე მონაწილეები. გათამაშება დაიწყო 2013 წლის 13 თებერვალს და დასრულდება 1 მარტს. |
კო’ოლაუ
’Ukuleles na Kamali‘i (უკულელეები ბავშვებისათვის). კო’ოლაუ პონო უკულელეს საქველმოქმედო პროექტი ახალგაზრდა შემსრულებელთა მუსიკალური განათლების შემდგომი წახალისებისა და განვითარებისათვის, კო’ოლაუ პონო უკულელე და ჰავაის მუსიკალური მომწოდებელი 2012 წლის აგვისტოდან იწყებენ უკულელეების საჩუქრად გაცემას განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის. ტერმინი ’განსაკუთრებული საჭიროებების მქონე’ აქ გულისხმობს არა აუცილებლად სოციალურ და/ან სამედიცინო ტერმინოლოგიას, როგორიცაა მენტალური და/ან ფიზიკური შესაძლებლობები, არამედ შემთხვევებს, როდესაც ბავშვი მუსიკალური თვალსაზრისით არის განსაკუთრებულად მოტივირებული დაუკრას ინსტრუმენტზე და, ამავე დროს, მატერიალურად შეზღუდული შეიძინოს ინსტრუმენტი. სხვა სიტყვებით, ჩვენი დიდი სურვილია განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვს ვაჩუქოთ მაღალი კლასის მუსიკალური ინსტრუმენტი, რომლის შეძენაც ნამდვილად არ შეუძლია მის ოჯახს. ჩვენი საქველმოქმედო პროგრამისათვის განიხილება 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი კანდიდატი. შემოსული განაცხადები განიხილება ყოველი თვის ბოლოს და შემდგომ უმოკლეს ვადებში თქვენ, ბავშვი და/ან მისი ოჯახი მიიღებს შესაბამის შეტყობინებას. |
განაცხადს უნდა ჰქონდეს წერილის ფორმა (სატელეფონო ზარები არ მიიღება) და გამოგზავნილი უნდა იყოს ჩვენს მისამართზე ელექტრონულად ან აშშ საფოსტო სერვისის საშუალებით. შეეცადეთ მაქსიმალურად მოკლედ მოგვაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ბავშვის შესახებ, რადგან განაცხადის მოცულობა ლიმიტირებულია და არ უნდა აღემატებოდეს 100 სიტყვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი განაცხადები არ განიხილება.
მოწოდებული ინფორმაციის სისრულისათვის აუცილებელია:
1. ბავშვის სახელი, ასაკი, ცხოვრების ადგილი და ზუსტი მისამართი;
2. განმცხადებლის სახელი და მისამართი. შეგიძლიათ მოითხოვოთ ანონიმურობა;
3. ბავშვის მდგომარეობის მოკლე დახასიათება თუ რატომ ფიქრობთ, რომ ბავშვი ნამდვილად შეესაბამება პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს და, ასევე, რა სავარაუდო წარმატებებს მიაღწევს იგი ახალი უკულელეს შეძენით.
და კიდევ ერთხელ, ეს პროგრამა შემუშავებულია იმ ბავშვთა გამოვლენისა და მათი მუსიკალური განათლების შემდგომი განვითარებისათვის, ვინც უკვე უჩვენა განსაკუთრებული მუსიკალური პოტენციალი. პროგრამით გათვალისწინებული კო’ოლაუ უკულელეები პროფესიონალური კლასის ინსტრუმენტებია.
გთხოვთ, განაცხადები მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: The Ukulele Site, 66-560 Kamehameha Hwy, Haleiwa, HI 96786. E-mail: [email protected]
მოწოდებული ინფორმაციის სისრულისათვის აუცილებელია:
1. ბავშვის სახელი, ასაკი, ცხოვრების ადგილი და ზუსტი მისამართი;
2. განმცხადებლის სახელი და მისამართი. შეგიძლიათ მოითხოვოთ ანონიმურობა;
3. ბავშვის მდგომარეობის მოკლე დახასიათება თუ რატომ ფიქრობთ, რომ ბავშვი ნამდვილად შეესაბამება პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს და, ასევე, რა სავარაუდო წარმატებებს მიაღწევს იგი ახალი უკულელეს შეძენით.
და კიდევ ერთხელ, ეს პროგრამა შემუშავებულია იმ ბავშვთა გამოვლენისა და მათი მუსიკალური განათლების შემდგომი განვითარებისათვის, ვინც უკვე უჩვენა განსაკუთრებული მუსიკალური პოტენციალი. პროგრამით გათვალისწინებული კო’ოლაუ უკულელეები პროფესიონალური კლასის ინსტრუმენტებია.
გთხოვთ, განაცხადები მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: The Ukulele Site, 66-560 Kamehameha Hwy, Haleiwa, HI 96786. E-mail: [email protected]
მარტინ & კო. უკულელე
შეუერთდი მარტინ & კო. უკულელეს გათამაშებას! გრან-პრი მარტინ 2 ტენორ უკე - ღირებულება $ 1,549: ტენორი ზომის მოდელი, მასიური მაჰაგონის დეკა, ზურგი და გვერდები, სპილოს ძვლოვანი ბინდინგი შავ-თეთრი ფაქტურით, როზეტის ერთიანი შავ-თეთრი მულტიფენოვანი რკალი, ატლასის ლაქირება არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა საკუთარი ხელით შეეხოთ C.F. Martin & Co. ამ გასაოცარ უკულელეს! როგორ მივიღოთ მონაწილეობა: 1. იხილეთ მარტინის განცხადებები ქვემოთ 2. დააჭირეთ ღილაკს ENTER TO WIN, მხოლოდ 4 კითხვას გაეცით პასუხი, შეავსეთ თქვენი მონაწილეობის ფორმა და გამოსცადეთ თქვენი ფორტუნა! გათამაშება სრულდება 2012 წლის 15 დეკემბერს არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ Martin Guitar და Acoustic Guitar გვერდები Facebook-ზე! გათამაშების წესები: არ არის სავალდებულო რაიმეს შეძენა. მიჰყევით ფოტოსურათის ლინკს. თითოეული მონაწილის რეგისტრაცია უნდა მოხდეს AcousticGuitar.com ან მის ფეისბუქ-გვერდზე. კონკურსში მონაწილეობის ოფიციალური ფორმის საშუალებით და იყოს მიღებული არაუგვიანეს მითითებული ბოლო ვადისა. ხელმოწერების შეცვლა არ არის დაშვებული. პრიზების გათამაშება ჩატარდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ორი კვირიდან ერთი თვის პერიოდში. გამარჯვების შესახებ მონაწილეები წერილობით ფორმაში მიიღებენ შეტყობინებას. გათამაშების სპონსორი კომპანია გამარჯვებულისაგან წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ 60 დღის განმავლობაში გადასცემს მას პრიზს. გამარჯვების შანსი დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობაზე. თითოეული მონაწილისათვის დაშვებულია მხოლოდ ერთჯერადი ხელმოწერა. აკუსტიკური გიტარა იტოვებს უფლებას შეარჩიოს და დაასახელოს გამარჯვებულები აკუსტიკური გიტარის გამოცემაში და AcousticGuitar.com ან AcousticGuitarGiveaways.com ვებ-გვერდებზე. გამარჯვებულებმა პრიზის მიღებაზე თანხმობა უნდა დაადასტურონ წერილობითი შეტყობინებით და გაგზავნონ ის დაბეჭდილი კონვერტით მისამართზე: Acoustic Guitar Giveaways, PO Box 767, San Anselmo, CA 94979-0767. საბაჟო მოსაკრებლის გადახდა არის გამარჯვებულის ვალდებულება. პრიზების შეცვლა არ არის დაშვებული. |
|