ი ნ ს ტ რ უ მ ე ნ ტ ი უკულელეს კონსტრუქცია, მოდელები, წყობა
|
პირველი ინსტრუმენტის შეძენისას: თუკი გადაწყვიტეთ შეიძინოთ უკულელე, არ დაგავიწყდეთ, რომ მან, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოგანიჭოთ სიამოვნება, უნდა ისწავლოთ და დაუკრათ მასზე; უკულელე, პირველ რიგში, არის მუსიკალური ინსტრუმენტი და არა სტატუსის სიმბოლო. ათეულობით მცირე და დიდი კომპანია დღეისათვის ასეულობით მოდელს სთავაზობს მუსიკის მოყვარულთ. ინსტრუმენტების ფასებიც საკმაოდ მრავალფეროვანია, დაბალი ღირებულების მქონე ლამინირებული ხის მოდელელების ფასი დაახლოებით 20-25 აშშ დოლარია, ცნობილი ბრენდების მასიური ხის მოდელების ფასები მერყეობს 500-დან 5000 აშშ დოლარამდე, ხოლო ძვირფასი და ისტორიული ინსტრუმენტები შესაძლოა ათეულ ათას დოლარს აღემატებოდეს. რა თქმა უნდა, ასეთი სხვაობა ფასში, ხარისხში განსხვავებასაც ნიშნავს. დაბალფასიანი ინსტრუმენტები ძირითადად განიხილება როგორც სუვენირი; მათი ჟღერადობა, მექანიკა და სხვა მახასიათებლები ვერ დააკმაყოფილებს სერიოზულად დაინტერესებულ მუსიკის მოყვარულს. ასევე, სხვადასხვა რევიუების გაცნობისას ჩანს, რომ ზოგჯერ ძვირადღირებული ინსტრუმენტების ფასი და ჟღერადობა ყოველთვის არ არის მთლად თანაპროპორციული.
საერთო გამოცდილებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ დამაკმაყოფილებელი |
ხარისხის მქონე ინსტრუმენტის შეძენა სავსებით შესაძლებელია 100-500 აშშ დოლარის ფარგლებში, საშუალოდ 200-300 დოლარის ღირებულების უკულელე მოფრთხილების შემთხვევაში მომავალ თაობებსაც არაერთხელ მიანიჭებს სიამოვნებას. უკულელეს აშშ-დან და/ან ევროპიდან საქართველოში ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს 40-50 აშშ დოლარს. ასევე, თუ მხოლოდ გართობის მიზნით არ ყიდულობთ უკულელეს და აპირებთ უფრო სერიოზულად გამოსცადოთ მისი მუსიკალური შესაძლებლობები, ძალიან სასურველია ინსტრუმენტთან ერთად შეიძინოთ ტუნერიც, რაც დაგეხმარებათ მუდამ სწორად აწყობილი იქონიოთ თქვენი ინსტრუმენტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიმები ახალი გამოცვლილი გაქვთ. უკულელეს კეისის შეძენისას, თუკი უშუალოდ არ გაქვთ შერჩევის საშუალება და აპირებთ ინტერნეტით გამოიწეროთ, იცოდეთ, რომ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი უკულელესა და მისი კეისებისათვის, ერთი და იმავე ტიპის ცალკეული ინსტრუმენტები და კეისები განსხვავდება ზომებით, საკმარისია სხვაობა ერთი სანტიმეტრით, რომ შეძენილი კეისი გახდეს გამოუყენებელი ... და, გახსოვდეთ: მიუხედავად თავისი სათამაშო გარეგნული იერისა, უკულელე სერიოზული მუსიკალური ინსტრუმენტია.
|
კონსტრუქცია
ძირითადად უკულელე მზადდება ხისაგან. არის ვარიანტები, დამზადებული ნაწილობრივ ან მთლიანად პლასტიკისაგან. დაბალფასიანი უკულელე ძირითადად იწარმოება ხის ლამინატისაგან, ზოგიერთ შემთხვევაში ზედა დეკისათვის გამოიყენება არაძვირი, მაგრამ აკუსტიკურად მაღალი ხარისხის მქონე ნაძვი. შედარებით ძვირადღირებული უკულელეს დამზდებისას გამოიყენება ეგზოტიკური მკვრივი წითელი ხე (მაჰაგონი). ზოგიერთი განსაკუთრებით ძვირადღირებული უკულელეს დასამზადებლად, რომელიც შესაძლოა რამდენიმე ათასეული დოლარი ღირდეს, იყენებენ კოას (აკაციის კოა) - ჰავაური ხე ცნობილი შესანიშნავი ბგერით, მიმზიდველი ფერითა და ფაქტურით. ტიპიური უკულელეს კორპუსი რვიანის ფორმისაა და პატარა გიტარას მოგვაგონებს. არც თუ ისე იშვიათად გვხვდება არასტანდარტული ფორმები როგორიცაა ოვალი, ანანასის (Pineapple) სახელით ცნობილი და შემუშავებული კამაკა კომპანიის მიერ. ასევე, გვხვდება ნავის ფორმის უკულელეები და, ხანდახან, ოთხკუთხედი ფორმის, დამზადებული სიგარების ძველი ხის კოლოფისაგან. ინსტრუმენტები ოთხსიმიანია ან ზოგიერთი სიმი შესაძლოა იყოს დაწყვილებული და ინსტრუმენტს მთლიანობაში ჰქონდეს ექვსი ან რვა სიმი. |
მოდელები (ზომები)
გავრცელებულია უკულელეს ოთხი მოდელი (ზომა): სოპრანო, საკონცერტო, ტენორი და ბარიტონი. ასევე, ზომათა სპექტრის საპირისპირო მხარეებზე არსებობს ნაკლებად გავრცელებული მოდელები - სოპრანინო და ბასი. ჰავაიზე სოპრანოს ხშირად ეწოდება სტანდარტული, ის ყველაზე პატარაა და წარმოადგენს უკულელეს ორიგინალურ ზომას. საკონცერტო უკულელე იქმნება 1920-იან წლებში როგორც შედარებით დიდი სოპრანო, ოდნავ დიდი, უფრო მაღალი ხმისა და ღრმა ტემბრის მქონე. არც თუ დიდი ხნის შემდეგ იქმნება ტენორი უკულელეს მოდელი, უფრო მეტი ხმისა და უფრო დაბალი ბასის მქონე. ყველაზე დიდი ზომისაა ბარიტონი, რომელიც 1940-იან წლებში შეიქმნა. |
წყობა
სტანდარტული წყობა სოპრანო, საკონცერტო და ტენორ უკულელესათვის არის C-წყობა - G' C' E' A'. G სიმი იწყობა ოქტავით მაღლა, ვიდრე ეს ივარაუდება. ეს წყობა ცნობილია სახელით განმეორებადი წყობა. ზოგიერთი შემსრულებლისათვის უფრო მისაღებია დაბალი G წყობა, ოქტავით დაბალი G. ბარიტონ უკულელე ჩვეულებრივ იწყობა D' G’ B’ E' (დაბალიდან მაღალისაკენ).
შემდეგი გავრცელებული წყობა სოპრანოსა და საკონცერტო უკულელესათვის არის D-წყობა - A' D' F#' B', ერთი ტონით მაღლა ვიდრე G' C' E' A' წყობაა. ამბობენ, |
რომ D-წყობა უფრო მეტად კეთილხმოვანს ხდის ზოგიერთი უკულელეს ჟღერადობას, ძირითადად პატარებისას. ეს წყობა ხშირად გამოიყენებოდა ჰავაური მუსიკის ბუმის პერიოდში 1920-იანი წლების დასაწყისში და, ასევე, ხშირად გვხვდება ამ დროის მუსიკის სანოტო ფურცლებზე. D-წყობა დაბალი მე-4 A' D' F#' B' ხანდახან გვხვდება სახელწოდებით კანადური წყობა მისი კანადის სასკოლო სისტემაში გამოყენების გამო, ძირითადად საკონცერტო და ტენორ უკულელეებზე. ჰავაურ უკულელეს შესაძლოა ჰქონდეს, ასევე, ღია წყობა (Open tuning) ჰავაური სლაქ კიი (Slack key) წყობის მსგავსად.
|