ს ა ხ ე ლ ო ს ნ ო ინსტრუმენტის შეკეთება, რეგულირება, მოდიფიკაცია, პიკაპის სისტემები
|
ინსტრუმენტის შეკეთება, რეგულირება, აღჭურვა, მოდიფიკაცია და სხვა
ვებ-გვერდის ამ ფურცელზე დეტალურად გთავაზობთ ინსტრუმენტის რეგულირების, შეკეთების, გადაკეთების, აღჭურვისა და სხვა მიმდინარე შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციას, ასევე, მონაცემებს ამისათვის აუცილებელ აქსესუარებსა და ნაწილებზე.
კონსულტაციისა და ჩატარებული სამუშაოების ხარისხი მხოლოდ გარანტიით. |
ნებისმიერი ინსტრუმენტი აუცილებლად საჭიროებს არამხოლოდ მიმდინარე რემონტს, არამედ, მოდიფიკაციას, სხვა/ან დამატებით აღჭურვილობას მფლობელის სურვილისამებრ. ნებისმიერი, ვინც ინტენსიურად უკრავს და სერიოზულად აღიქვამს საკუთარ საქმიანობას და ინსტრუმენტს, წარმოუდგენელია ადრე თუ გვიან არ დადგეს ასეთი აუცილებლობის წინაშე. როდესაც ასეთი აუცილებლობა გაჩნდა, ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან გამიჭირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე სპეციალისტის მიგნება თბილისში. პირველ რიგში, ჩემს ახალ ინსტრუმენტს აუცილებლად ესაჭიროებოდა რეგულირება - გრიფი, ჯორაკი, ნატი; იყო ინსტრუმენტის მყარი კეისის მოდიფიკაციის აუცილებლობა; ინსტრუმენტზე 1,5-2 წლის ინტენსიური დაკვრის შედეგად ლადები ბუნებრივად გახდა შესაცვლელი; მრავალი სხვა შემთხვევა დაკავშირებული ჩვეულებრივ ექსპერიმენტებთან ხმის გაუმჯობესების და/ან ცოდნის გაღრმავების მიზნით და ა. შ. და ა. შ.
ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი საშუალებებით მომიწია ჯერ თეორიული და შემდგომ პრაქტიკული გამოცდილების შეძენა. საკითხების გულმოდგინედ შესწავლის შედეგად, ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული ოპერაციის ჩატარებისას არათუ ერთი, არამედ, ნახევარი შეცდომაც კი არ იყო დაშვებული. :-) |
უკულელეს პიკაპის სისტემა: ბრიჯის დაფის პიკაპი და ელექტრეტული კონდენსატორული მიკროფონი
უკულელეს ჯორაკის დაფის პიკაპის სისტემა ისეთივე აგებულებისაა, როგორც აკუსტიკური გიტარის ბრიჯის პიკაპი, განსხვავება პიკაპის ელემენტების რაოდენობაშია - სამის ნაცვლად ორი. შედეგი ისეთივეა - ფენომენალური!
პიკაპის აგებულების მოკლე დახასიათება: 1. 2-ელემენტიანი პიეზო პიკაპი; 2. ელექტრეტული კონდენსატორული მიკროფონი ’ოქტავა’ МКЭ-5Б; 3. მიკროფონის პრეამპი მინიატურული აუდიო ტრანსფორმატორით და კვებით 4,5 ვოლტი; 4. სტერეო ენდ-პინი ჩამრთველით პრეამპისთვის. |
იმის გამო, რომ უკულელეს პიკაპის სისტემა თითქმის ზუსტად იმეორებს აკუსტიკური გიტარის პიკაპის დიზაინს და ინსტალაციის მეთოდს, ამიტომ მთელ სამუშაო პროცესს წარმოგიდგენთ ერთიანი ფოტო-გალერეის სახით. იმედია, ის ერთნაირად საინტერესო და სასარგებლო იქნება ყველა დაინტერესებულისათვის.
უღრმესი მადლობა ელექტრონული კომპონენტების კანადურ კომპანიას Dipmicro Electronics, მათი დახმარებისა და მოწოდებული ელექტრონული კომპონენტების გარეშე, რაღა თქმა უნდა, ეს საინტერესო პროექტი მხოლოდ იდეის ფორმის იქნებოდა კვლავ. |
უკულელეს და სხვა აკუსტიკური ინსტრუმენტის პიკაპის დამზადება და ინსტალაცია - 40 ლარიდან