ჰ ა ვ ა ი ჰავაის ლეგენდა, მოკლე ისტორია, დამწერლობა, გავრცელებული ფრაზები
|
ლეგენდა, მოკლე ისტორია
ლეგენდა გვამცნობს: პაპა (Papa) - დედამიწის დედა, და ვაკეა (Wakea) - ზეცის მამა, ქმნიან კუნძულებს. ცვალებადი პელე (Pele) - ვულკანის ქალღმერთი, წარმოშობს ახალ ლავას და ანგრევს მიწას. კანე (Kane) - მისი სიცოცხლის ძალები მითებსა და ლოცვებში იხსენიება როგორც კანეს სიცოცხლის წყალი - ადამიანს, შემდგომ მოაქვს სიცოცხლის წყალი, გამოკვეთს მთებსა და მინდვრებს და იქმნება სიცოცხლის ახალი ფორმები. პირველი ჰავაელები კუნძულებზე კანოეებით მოდიან სავარაუდოდ მარკიზის კუნძულებიდან დაახლოებით 600 წელს ახ. წ. მოგვიანებით, დაახლოებით 1300 წელს მათ მოჰყვებიან სხვა პოლინეზიური ჯგუფები, ისეთი, როგორიცა ტაიტი. ჰავაის ნაწილებად დაყოფა იწყება კუნძულიდან მოკუპუნი (Mokupuni), ის გაყოფილია რაიონებად მოკუ (Moku) და აჰუპუა‘ა (Ahupua‘a), ეს უკანასკნელი სიცოხლის შუაგულია.
აჰუპუა‘აში ცხოვრობენ დიდი ოჯახები ‘ოჰანა (‘Ohana), ზოგიერთი ოკეანის პირას და სხვები მთიან ნაწილში. ყოველივე აუცილებელს არსებობისათვის ერთმანეთში ცვლიან მთიანი რაიონისა და სანაპირო ნაწილის ’ოჰანას წევრები. მათი გასაოცრად მარტივი სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურის ცენტრალური ელემენტი არის ვაი (Wai), ანუ სასმელი წყალი და, ამიტომაა, რომ ჰავაელების ადრეული კანონები მთლიანად წყალთან არის დაკავშირებული; სიტყვა კანონი ჰავაურ ენაზე არის კანავაი (Kanawai), ხოლო სიმდიდრე კი არის |
ვაივაი (Waiwai). მართალია, ’ოჰანას მმართველები ვალდებულნი არიან იზრუნონ მიწისა და სანაპირო ტერიტორიების მოვლაზე, მაგრამ ითვლება, რომ მიწა ეკუთვნით ღმერთებს. იდეა იმის შესახებ, რომ ადამიანი შეიძლება იყოს მიწის მფლობელი ისეთივე სასაცილოა, როგორც, რომ იყოს ვარსკვლავების, ქარის, წვიმის ანდა ოკეანის მფლობელი. 1810 წლიდან ჰავაის კუნძულები წარმოადგენს ერთიან სამეფოს, რომელსაც 1893 წლამდე მართავს ორი ძირითადი დინასტია: კამეჰამეჰა (Kamehameha) და კალაკაუა (Kalakaua). 1898 წლიდან ჰავაი უერთდება აშშ-ს, ხოლო 1959 წლიდან არის აშშ ყველაზე ახალგაზრდა, 50-ე შტატი.
სიტყვა ჰავაი (Hawaiʻi) წარმომდგარია პროტო-პოლინეზიური სიტყვიდან სავაიკი (Sawaiki), მისი რეკონსტრუირებული მნიშვნელობაა სამშობლო. მისი მონათესავე სიტყვები გვხვდება სხვა პოლინეზიურ ენებშიც, რომელთა შორისაა მაორი (Hawaiki (ჰავაიკი)), რაროტონგანი (Avaiki (ავაიკი)), სამოა (Savaiʻi (სავაი‘ი)) და, ასევე, Hawaiki (ჰავაიკი)). თანახმად პუკუი/ელბერტის ლექსიკონისა (Pukui/Elbert Dictionary), ”ყველგან პოლინეზიაში Hawaiʻi ან მისი მონათესავე სიტყვების მნიშვნელობაა წინაპართა სახლი, მაგრამ თავად ჰავაიში მას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია.” |
დამწერლობა
დასავლეთთან კავშირამდე ჰავაელებს არ აქვთ საკუთარი დამწერლობა გარდა პეტროგლიფებისა. თანამედროვე ჰავაური ანბანი, კაპი‘აპა ჰავაი‘ი (ka pī‘āpā Hawai‘i), არის ლათინური ანბანის ნაირსახეობა. ჰავაური სიტყვები ბოლოვდება მხოლოდ ხმოვნებზე და ყოველ თანხმოვანს აუცილებად უნდა მოსდევდეს ხმოვანი. ჰავაური ანბანური რიგი ხმოვნებით იწყება და შემდეგნაირად გამოიყურება:
|
დამწერლობის ეს სისტემა იქმნება და ვითარდება ამერიკელი პროტესტანტი მისიონერების მიერ 1820-26 წლებში. თავდაპირველად, ანბანი შეიცავს სხვა თანხმოვნებსაც B, D, R, T და V, არსებულ თანხმოვნებთან (H, K, L, M, N, P, W) ერთად ის, ასევე, შეიცავს F, G, S, Y and Z უცხოური სიტყვების დასაწერად. შეიცავს ხუთ ხმოვანს (A, E, I, O, U) და მოკლე დიფტონგებს (AE, AI, AO, AU, EI, EU, OU). თანამედროვე ანბანი შედგება 13 სიმბოლოსაგან - 5 ხმოვნისა (A, E, I, O, U) და 8 თანხმოვნისგან (H, K, L, M, N, P, W, ‘ოკინა).
განსხვავებული მნიშვნელობის მქონე ერთნაირი სიტყვების გამო აუცილებელი ხდება უხმო ნიშნის, ‘ოკინას გამოყენება. 1823 წლისათვის მისიონერები მაქსიმალურად ამცირებენ აპოსტროფების გამოყენებას, რათა გამოკვეთონ უხმო ნიშანი, მაგრამ ის არ ხდება ანბანის ნაწილი. ‘ოკინას საშუალებით ჩვენ ერთმანეთისგან განვასხვავებთ სიტყვებს ko‘u (ჩემი) და kou (შენი). 1864 წლიდან ‘ოკინა ჰავაური ანბანის ნაწილია. სამწუხაროდ, ჩვენს დროში მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი ლაპარაკობს ჰავაურ ენაზე კარგად, ესენი არიან ძირითადად კუნძულ ნი‘იჰაუს (Ni‘ihau) მცხოვრებლები, რომელნიც უარყოფენ თანამედროვე პოპ-კულტურას რათა შეინარჩუნონ ძველი ჰავაის ტრადიციები. |
გავრცელებული ფრაზები
ფრაზები, რომელიც ჰავაის ყოველდღიურ ცხოვრებაში ისმის
თუ თქვენ ხართ მალიჰინი (Malihini) ... უცნობი ან სტუმარი ... ამ ფრაზების სწავლა ნამდვილად გაამდიდრებს თქვენს გამოცდილებას ჰავაის კულტურის შესახებ. და, ხანდახან, ეს შინაგანი ხუმრობის საშუალებასაც მოგცემთ, მაგალითად, წარწერა მორგზე ა ჰუი ჰოუ (A Hui Hou) ალბათ არ არის სახუმაროდ ნავარაუდევი, თუმცა ჟღერს მხიარულად. |