მ ი ს ი ა |
ულელეს ქართული ვებ-გვერდის მისიაა ახლოს გააცნოს ინსტრუმენტი ყველა დაინტერესებულს და გააერთიანოს და განავითაროს უკულელეს თანამეგობრობა საქართველოში. ჩვენი დიდი სურვილია რაც შეიძლება მეტი საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ ინსტრუმენტის შესახებ, რომელიც ბევრს სათამაშო ჰგონია.
უკულელეს დახასიათებისას ინტერნეტში ხშირად შეხვდებით ფრაზას: ”ეს სათამაშო არ არის, ეს უკულელეა!” ჩვენ კი სიამოვნებით დავუმატებთ, რომ უკულელე, მისი არც თუ ისე დიდი მუსიკალური დიაპაზონის მიუხედავად, არის ამოუწურავი შესაძლებლობების მქონე უნიკალური მუსიკალური ინსტრუმენტი; გარდა იმისა, რომ თანამედროვე მუსიკალური ტექნოლოგიების საშუალებით შექმნილი მაღალი კლასის ინსტრუმენტები წარმატებით გამოიყენება თითქმის ყველა მუსიკალურ ჟანრში, უკულელეს ჰყავს, აგრეთვე, მილიონობით მოყვარული მთელს მსოფლიოში, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. უკულელეს ვებ-გვერდი წარმოადგენს მრავალმხრივ საინტერესო და სასარგებლო მონაცემთა ბაზას, რომელიც გთავაზობთ ინფორმაციას სიახლეებისა და მიმდინარე საინტერესო მოვლენების შესახებ, უკულელეს ისტორიას, ინსტრუმენტების მოდელებს, საუკეთესო ადრინდელ და თანამედროვე მუსიკოსებს. უკულელე TV გვერდი ხანგრძლივი სელექციის შედეგად აერთიანებს საუკეთესო ვიდეო-ჩანაწერების ნაკრებს.

როგორც ყველამ იცის, უკულელე არის მისი სამშობლოს, ჰავაის სავიზიტო ბარათი, ამიტომ, შეუძლებელია ისაუბრო უკულელეზე და არაფერი ითქვას ჰავაიზე. ვსარგებლობთ ამ სასიამოვნო შემთხვევით და გთავაზობთ მოკლე, მაგრამ მრავალფეროვან საინტერესო კულტურულ ტურს ჰავაიზე.
მათთვის, ვინც შეიყვარებს უკულელეს და ინსტრუმენტის შეძენის სურვილიც ექნება, უკულელეს რესურსი გთავაზობთ და გირჩევთ ისარგებლოთ ონლაინ მუსიკალური მაღაზიების (აშშ, ევროპა) სერვისით, რაც ინსტრუმენტის შეძენის ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალება იყო უკულელეს ქართული ვებ-რესურსის შექმნის პერიოდში და დღესაც ერთერთი საიმედო და ხარისხიანი მეთოდია ინსტრუმენტის შეძენისთვის; დაახლოებით 2013-14 წლიდან ინსტრუმენტების საკმაოდ ფართო არჩევანი გვხვდება უკვე ადგილობრივ მაღაზიებშიც, თუმცა წარმოდგენილ ინსტრუმენტებს შორის დიდი იშვიათობაა ცნობილი მანუფაქტურების მიერ დამზადებული ინსტრუმენტების მოდელები, რაც ტიპიურია, ზოგადად, მუსიკალურ ინსტრუმენტებთან მიმართებაში ლოკალურად; მიუხედავად ამისა, დროდადრო საკმაოდ საინტერესო და ხარისხიან ინსტრუმენტებს შეიძლება შევხვდეთ ადგილობრივ მუსიკალურ მაღაზიებში.
გაგაცნობთ უკულელეს მსოფლიო საუკეთესო ბრენდებს, ასევე, ინსტრუმენტის მასობრივი წარმოების კომპანიებს. უკულელეს ვებ-გვერდი დაგაკავშირებთ მრავალ სხვა ინტერნეტ-რესურსთან ასოცირებულს ამ ინსტრუმენტთან - გამოცემები, მიმოხილვები და ტექნიკური დახასიათებები, ორგანიზაციები, ონლაინ გაკვეთილები, ტაბულატურები ონლაინ მაღაზიები და მრავალი სხვა.
უკულელეს ვებ-გვერდი საკმაოდ ვრცელია მოწოდებული მრავალმხრივი ინფორმაციის თვალსაზრისით, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ უკულელეს დიდი პოპულარობის გამო ამ ინსტრუმენტის ინტერნეტ-რესურსი თითქმის უსასრულოა.